Home » მთავარი » დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს ფულადი დახმარება გადაეცათ

დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს ფულადი დახმარება გადაეცათ

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში,  დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს და ავღანეთში მებრძოლი, დაღუპული სერჟანტ ბორის ჯაგაევის ოჯახის წევრებს, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, კაპიტანი შტეფან ანიჰოფერი, თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ჭოხონელიძე და პოლონეთის ელჩის მოადგილე საქართველოში მარჩინ ჟოჰოვსკი შეხვდნენ.

დაჭრილ და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ორგანიზებით გამართულ საქველმოქმედო სპორტულ აქციაში   „Run And Bike “, საქართველოში მოღვაწე დიპლომატების მიერ 21 500 ლარი შეგროვდა, რომელიც ხუთ დაჭრილ და დაშავებულ სამხედროს და დაღუპული სერჟანტ ბორის ჯაგაევის ოჯახის წევრებს საჭიროების მიზნით დღეს  გადაეცათ. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეები, კი  სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.

სპორტულ აქციაში მონაწილეობა ორი კვირის წინ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებულმა სამხედროებმა, ექიმ-რეაბიტოლოგებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებმა და პოლონეთის ელჩის მოადგილემ საქართველოში მარჩინ ჟოჰოვსკიმ მიიღეს.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში უკვე 208 დაინფიცირებულია

საქართველოში კორონავირუსით უკვე 208 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 3 ადამიანია გარდაცვლილი,  46 კი  უკვე გამოჯანმრთელდა. ეს ...