Home » მთავარი » “საზოგადოების ნაწილი გაუცნობიერებლად ახორციელებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს!”

“საზოგადოების ნაწილი გაუცნობიერებლად ახორციელებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს!”

რეფორმატორების თავმჯდომარე დავით მიროტაძე, დავით გარეჯში შექმნილი ვითარების შესახებ მიმართვას ავრცელებს.

დავით გარეჯის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დასაწყისი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული პროვოკაციული განცხადებებია, რომელიც მხოლოდ კრემლის ინტერესებს ემსახურება და რეგიონში ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირე აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭებას ისახავს მიზნად.

ქ. ბაქოში ქართული და აზერბაიჯანული მხარეების შეხვედრის ფონზე, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ჩიჩხიტურის მონასტრის მიმართულებით გზის გაყვანის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს თუ რამდენად არამტკიცეა და უსუსური საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელის დავით ზალკალიანის განცხადებები მხოლოდ ზოგად კომენტარებს მოიცავს და თავს არიდებს პირდაპირ დაასახელოს სიტუაციის გამწვავებით დანტერესებული მხარე და აღიაროს საქართველოს პრეზიდენტის ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების შედეგები.
სამწუხაროა, რომ ამ პროვოკაციას წამოეგო ქართული საზოგადოების ნაწილი და აზერბაიჯანის დადანაშაულებითა და რეგიონში საქართველოს მთავარ მოკავშირესთან დაძაბულობის შექმნით, გაუცნობიერებლად ახორციელებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს!

იქ შეკრებილ გულანთებულ ქართველ პატრიოტებს, პირველ რიგში ვუხდით მადლობას, ისინი შიშველი ხელებით იცავენ ქვეყნის ინტერესებს და მივმართავთ თხოვნით, თავი შეიკავონ მიმდინარე პროცესებში აზერბაიჯანული მხარის დადანაშაულებისა და სიტუაციის ესკალაციისაგან. ჩვენი პროტესტის ადრესატი უნდა იყოს არა აზერბაიჯანი, არამედ პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა, რომელთა ქმედებებმა თუ უმოქმედობამ მიზანმიმართულად გაამწვავა სიტუაცია საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან!

ცალსახაა, როდესაც ხელისუფლება ვერ ახორციელებს მის მთავარ ფუნქციას – სახელმწიფო ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვას, მას ნებით ან იძულებით უნდა დავატოვებინოთ პოლიტიკური ძალაუფლება!

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...