Home » მთავარი » ქართველი ახალგაზრდები და კულტურის ცენტრი ფილადელფიის მერიაში

ქართველი ახალგაზრდები და კულტურის ცენტრი ფილადელფიის მერიაში

ამერიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ტატო ოქრუაშვილის და შტატ პენსილვანიის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის ინიციატივით ქალაქ ფილადელფიის მერიაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის 101 -ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოსა და ამერიკის ჰიმნის შესრულების ფონზე გაიმართა საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი, რომელიც ქართული დიასპორის საპატივცემულოდ ერთი კვირის განმავლობაში დარჩება მერიის წინ.

საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებას შეუერთდნენ საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები, მიშიკო გაბაიძის პერსონალური ფერწერული ნამუშევრების გამოფენით, ხოლო მარიამ ჟორჟოლიანმა ახალგაზრდა დიპლომატების სახელით ფილადელფიის მერიას საჩუქრად გადასცა ვეფხისტყაოსნის უნიკალური ხელნაკეთი გამოცემა.

სპეციალური მოწვევით ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული ბრენდი „მარიგოლდი“, რომელმაც ამერიკელ სტუმრებს გათანამედროვებული ნაციონალური სამოსი და ბრენდბუქი წარუდგინა. ასევე გაიმართა ღვინის დეგუსტაცია სადაც წარმოდგენილი იყო კომპანია “ქართული უნიკალური ღვინო”-ს ხაშმის საფერავი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიპლომატიური კორპუსის, ამერიკის მთავრობის საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. დელეგაციის ორგანიზატორი საქართველოდან გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის”.

Facebook Comments
x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...