Home » მთავარი » კიდევ ერთხელ, გაფრთხილება დავით გარეჯის შესახებ!

კიდევ ერთხელ, გაფრთხილება დავით გარეჯის შესახებ!

ამირან სალუქვაძე

-5 მაისის წერილით მოგიწოდეთ, გაგაფრთხილეთ, მონაწილეებიც, ხელისუფლებაც (იხ. ფოტოები), არ გესმით.

ნუ გგონიათ ზოგიერთებს, რომ გულანთებული ახალგაზრდების ზურგს ან სუპერ პატრიოტული ლოზუნგების უკან ამოფარებული თქვენი მზაკვრული გეგმები და სცენარები, ზოგი შიდაპოლიტიკური, ზოგიც გარედან ნაკარნახევი, არ იკითხება.

ტელევიზიით ვისმენ უტიფარ ფრაზებს. ხან ამბობთ ამ ხელისუფლებამ საზღვრების მოსაგვარებლად ზომები არ მიიღოო. ხან ამბობთ პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტს მოჰყვა ვითარების დაძაბვაო.

პრეზიდენტის განცხადებაში რა იყო თქვენთვის მიუღებელი, ის რომ თავის კოლეგას უთხრა მეგობარ სახელმწიფოებს საზღვრები მოწესრიგებული უნდა ჰქონდესო?

ამ განცხადებას დაძაბვა არ მოჰყოლია. გამწვავება ჩვენმა აქციებმა გამოიწვია. ის რომ აზერბაიჯანმა, ძალიან არამეგობრულად, გიორგობოს წინ დავით გარეჯში დაშვება აკრძალა, სიახლე არაა, აქამდეც ხდებოდა. როგორც კეტავდნენ, მოლაპარაკების შემდეგ ისევე ხსნიდნენ.

წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დავით გარეჯთან მიმართებაში ხმას როგორ იღებთ?

ჯერ ერთი, 2007 წლის შემდეგ, როცა თქვენი მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, თითი აღარ გაგინძრევიათ.

მეორე, 2012 წელს, როცა აზერბაიჯანმა ასევე არამეგობრულად დაკეტა დავით გარეჯის კომპლექსთან დაშვება, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, თქვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ტერიტორიები აზერბაიჯანის კუთვნილებად გამოაცხადა და სადაო ნაწილს არ განეკუთვნებაო (ვისაც არ გაქვთ ვიდეო ან სტატიები, მოგაწვდით).

ახლა ისე გაკვირვებულები ხართ, თითქოს რაიმე ახალი ხდება და თქვენს ხელში არ გამოუვლიათ.

სულ არ მაინტერესებს ოპოზიციის კინკლაობა ხელისუფლებასთან. აგერ ჭიათურის თემებს არ შევხებივარ. ასეთ საკითხებში როგორც გინდათ ისე იომეთ ერთმანეთთან, მაგრამ როცა სათითხი სახელმწიფო უსაცრთხოებას ეხება, ვერ გავატარებ.

2 კვირის წინ ერთ გენერალთან ერთად ვიხილავდით დავით გარეჯში არსებულ ვითარებას მიმდინარე აქციების ფონზე და ვუთხარი, რომ ამ აჟიოტაჟის ფონზე მოსალოდნელია აზერბაიჯანის გააქტიურება, შესაძლოა რაიმე სამუშაოები დაიწყონ-მეთქი. დაიწყეს კიდეც. ეს პროგნოზირებადი იყო.

ზოგიერთებს, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ამ ქვეყანაში საკუთარი პერსონები ყველაზე ვაჟკაცებად და პატრიოტებად წაემოუდგენიათ. ცოტა თავი შეიკავეთ. როცა არ გპასუხობენ, არ ნიშნავს, რომ არავის ესმის ან მართლები ხართ.

ისიც კარგად იკითხება ვინ რომელი, შიდა თუ გარე ძალის ფანდურზე უკრავს.

და ბოლოს:

1. აქციების ფონზე სადემარკაციო კომისიის წარმატებული მუშაობა შეუძლებელია. ეს აქსიომაა.

2. ვაფრთხილებ ხელისუფლებას და აქციის მონაწილეებს: სახელმწიფო საზღვარზე აზერბაიჯანის მოქალაქეებთან არ დაუშვათ ინციდენტები, ერთმანეთის მიმართ გამომწვევი შეძახილები და სხვა, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, შესაძლოა ვითარება უკიდურესად დაძაბოს, რაც ჩვნეს ინტერესებში არაა.

კიდევ ერთხელ: ყველაფერი კარგად იკითხება, ყველაფერს შეფასება მიეცემა და სხვაზე გადაბრალება არ გამოვა.

წაიკითხეთ და გაიაზრეთ საპატრიარქოს განცხადება და იმოქმედეთ შესაბამისად. ადროვეთ ორმხრივ კომისიას მშვიდად გააგრძელონ მუშაობა.

P.S. აზერბაიჯანი კი ასჯერ უნდა დაფიქრდეს რა ურჩევნია ჩვენთან, ძმობა თუ ქართული ისტორიული და კულტურული ძეგლის გამო კინკლაობა და ურთიერთობის გაფუჭება. ფორმულის მონახვა შესაძლებელია, სურვილის შემთხვებაში. მინიმუმ ერთის შეთავაზება შემიძლია.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...