Home » მთავარი » არასრულწლოვანზე ძალადობა – პოლიციელი ამოცნობისთანავე დააკავეს

არასრულწლოვანზე ძალადობა – პოლიციელი ამოცნობისთანავე დააკავეს

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურდობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი თემურ ასლამაზაშვილი ბოლნისის პოლიციაში საშინლად აწამეს. არასწრულწლოვანი სასტიკად სცემეს და ბოთლზე დასმით დაემუქრნენ.

შემდეგ კი ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა აქციაც დააანონსა და იმ უპრეცედენტო ძალადობის გაპროტესტება მოითხივა,  რაც ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანი პირის მიმართ მოხდა.

ვრცლად

“ექვს საათზე მივიდეთ ფეოდალის სასახლესთან და ეს ძალადობა გავაპროტესტოთ!”

ამ დროისთვის კი, არასრულწლოვანმა, რომელიც სამართალდამცველებს ცემაში და სექსუალური ხასიათის მუქარაში ადანაშაულებდა,  კიდევ ერთი პოლიციელი ამოიცნო. ის ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში ამოცნობისთანავე დააკავეს. მოზარდის მტკიცებით, სწორედ ნიკოლოზ ქოჩიშვილია ერთ-ერთი სამართალდამცველი, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა და ხელი მოტეხა.

„ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილმა დეტექტივ-გამომძიებელმა კ. ქ.-მ ბოლნისის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მიაყენა არასრულწლოვან თ.ა.-ს. კერძოდ, მას დაუწყო ფურთხება, სახეში ხელების რტყმა, ასევე ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შემდეგადაც არასრულწლოვანი თ.ა. გადაყირავდა სკამიდან და მოიტეხა ხელი. დავაკავეთ კ.ქ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის  მეორე ნაწილის ა, ბ და ზ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 -დან 10 წლამდე,“-განაცხადა  პროკურორმა ლევან ლაზარაშვილმა.

არასრულწლოვანის ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდმა დაკავებული პოლიციელის გარდა რამდენიმე დღის წინ კიდევ სამი სამართალდამცველი ამოიცნო.

Facebook Comments
x

Check Also

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ...