Home » მთავარი » თუ ეთანხმები, მოაწერე ხელი პეტიციას

თუ ეთანხმები, მოაწერე ხელი პეტიციას

საუკუნო მტრის, რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები და ცალკეული სუბიექტები კვლავ აგრძელებენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას საქართველოში!

ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა ე.წ. რბილი ძალა! რუსული “ჰიბრიდული ომი” გამძაფრებულია!

მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ყოველდღიურად იტაცებენ ჩვენს მიწებს, იტაცებენ და კლავენ ჩვენს მოქალაქეებს, ავიწროვებენ მოსახლეობას საოკუპაციო ზოლთან, ცდილობენ ჩაერიონ ხელისუფლების საქმიანობაში, პრაქტიკულად თავისუფლად მოღვაწეობენ საქართველოში ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ნარატივის გავრცელებას და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, რაც მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ!

პ/გ რეფორმატორები და საინფორმაციო სააგენტო “GmTV.ge” მოგმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მასმედიას და საქართველოს მოქალაქეებს შემოუერთდით პეტიციას და ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები ანტი სახელმწიფოებრივი ქმედებების აღმოსაფხვრელად ქართულ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სივრცეში!

თუ ეთანხმები, მოაწერე ხელი

აქ

https://ka.petitions.net/reformatorebigmtvge?fbclid=IwAR1KXo8bciO5fE5K3KiyBBoqgBnCoUIY2UNxBOZpygfrXfdmefszKGETpZk

ცნობისთვის,

ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად რუსებს მიმართავს და გაერთიანებისკენ მოუწიდებს

-ძალა ერთობაშია. გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ  ჩვენი უფლებების დასაცავად”-ამბობს “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი.

“ევრაზიის ინსტიტუტი” ეთნიკურად რუსებს გაერთიანებისა და ბრძოლისკენ მოუწოდებს

 

Facebook Comments
x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...