Home » მთავარი » არის ძალები, რომელთა ინტერესშიც ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვაა

არის ძალები, რომელთა ინტერესშიც ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვაა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის ძალები რომელთა ინტერესშიც ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვაა. “ბუნებრივია, ჩვენ ასეთ ძალებს არ უნდა მივცეთ არაფრის შესაძლებლობა და აქ არის საჭირო, ზუსტად, რომ რაციონალური მიდგომა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და საზოგადოება, საბოლოო ჯამში,  რაციონალური მიდგომით გადაწყვეტს ყველა  საკითხს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაინტერესებულ ძალებში “შეიძლება ვიგულისხმობთ სხვა სახელმწიფოც”.

“ყველა რისკი არის გასათვლელი, ყველა შესაძლო სცენარი არის გასათვლელი, ამიტომ არის სიფრთხილე საჭირო და ამიტომ არის პრაგმატული და რაციონალური მიდგომა საჭირო“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ საკითხის ირგვლივ გამწვავებული ვითარების გამოსწორების რესურსი არსებობს:

“რაც შეეხება, დემარკაციას და დელიმიტაციას, ეს არის უფრო ფართო საკითხი, არ არის ეს მარტივი საკითხი და მარტივი რომ არ არის, იმიტომ გაგრძელდა ეს პროცესი უკვე 30 წელიწადია. თვითონ დემარკაციის და დელიმიტაციის პროცესი არ არის მარტივი. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა და ზუსტად ამისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მზად და ამისთვის გვჭირდება ჩვენ მოლაპარაკებები, კონსულტაციები და თანამშრომლობა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან, თუმცა, რაც შეეხება ამ კონკრეტულ პროცესებს, რომელიც ახლა წარიმართება და იყო ვითარების გამწვავების გარკვეული ნიშნები, მათ შორის, შეიძლება, ხელოვნურიც იყო გარკვეული პროცესები, რომელიც იქ წარიმართებოდა, ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ იქ ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძლება, მოგვარდეს ეს საკითხი, თუ არ გადაიდგმება რაიმე კონტრ პროდუქტიული ნაბიჯები. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. რაც შეეხება, დემარკაციას და დელიმიტაციას, ეს არის შედარებით უფრო გრძელვადიანი პროცესი და აქაც არის რესურსი, იმისთვის, რომ საბოლოოდ მოგვარდეს ყველაფერი. მთავარია სიმშვიდე და მთავარია, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

მელაძე შეხვედრების დეტალებს ყვება…

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე ...