Home » მთავარი » ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობისათვის სასჯელის ზომები გამკაცრდა

ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობისათვის სასჯელის ზომები გამკაცრდა

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორცილებისთვის მადლობას უხდის

 

საქართველოს პარლამენტმა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივის საფუძველზე მომზადებული, ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის პარლამენტს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისათვის.

 

მიღებული კანონით, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკად მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა და ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე და 172-ე მუხლებში შევიდა.

 

მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები არ შეესაბამებოდა არსებულ რეალობასა და თანამედროვე, დასავლური განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებით, კანონი შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. ამასთან, დადგენილი ნორმები მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთისა და პრევენციის, ასევე, სასჯელის განსაზღვრის თვალსაზრისით, ეფექტური და მოქნილი გახდა.

 

კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კონკრეტულად განისაზღვრა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების კვალიფიკაცია და თითოეული კანონდარღვევისათვის დადგინდა ადეკვატური სანქციის ზომა. ასევე, არასრულწლოვანი პირის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევაში განისაზღვრა მშობლის პასუხისმგებლობა.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...