Home » თქვენი სათქმელი » “უცხო ადამიანების შვილის გადასარჩენად ბრძოლაში ჩაერთო შვილმკვდარი მამა…”

“უცხო ადამიანების შვილის გადასარჩენად ბრძოლაში ჩაერთო შვილმკვდარი მამა…”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

დოდო ჩოჩიშვილი

-დიდხანს ვეძებდი სიტყვებს,წინადადებებს,რომ სრულად გადმომეცა ის,რასაც ვგრძნობ,ვხედავ და ვფიქრობ მასზე,მაგრამ ვერ ვიპოვე ვერცერთი სიტყვა სრულად დამეხასიათებინა,ამიტომ თანმიმდევრულად მოგიყვებით. დღეს ხელოვანი ადამიანები ერთი გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად შეიკრიბნენ საქველმოქმედო საღამოზე.ეს პატარა გოგონა არის მარიამი,რომელსაც ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა.ამჟამად იგი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება… ოჯახს უჭირს,უჭირს უკიდურესად და მარიამის ირგვლივ დაირაზმნენ კეთილი ადამიანები… ეს გაიგო ბატონმა მალხაზმა, რამდენიმე წუთით გვერდზე გასწია თავისი ტკივილი და მარიამის დასახმარებლად გაეშურა. უცხო ადამიანების შვილის გადასარჩენად ბრძოლაში ჩაერთო შვილმკვდარი მამა… გზა გუდიაშვილიდან კარვებამდე ერთად გავიარეთ,მძიმე იყო მის გვერდით სიარული,მძიმე,მაგრამ საამაყო.მადლობა გადავუხადე და მან კი ასე მიპასუხა : “ნეტავ ბევრი შემეძლოს,ბევრ ახალგაზრდას,ბევრ ბავშვს დავეხმარო”-ო.აქეთ გადამიხადა მადლობა.ამასობაში კარავს მივადექით,იქედან შავოსანი,სათნო ქალბატონი-ქალბატონი მედიკო გამოვიდა მომღიმარი სახით თავაზიანად მომესალმა , ვისაუბრეთ და … ისევ კარავს დაუბრუნდნენ … ვაჟკაცური სული ცოცხლობს თქვენში! მადლობა ბატონო Vaakha სითბოსთვის, სიყვარულისთვის,მოთმინებისთვის,მადლობა ქველმოქმედებისთვის!

აქცია მარიამისთვის გრძელდება

საქველმოქმედო საღამო – მარიამისთვის აქცია გრძელდება! შეუერთდი!

 

 

 

Comments

comments

x

Check Also

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დაინიშნა

საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალიას დანიშვნა  დაადასტურა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ იქნა ...