Home » მთავარი » ,,ზღვისუბნის’’ პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო

,,ზღვისუბნის’’ პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით დაიწყო,,ზღვისუბნის’’ პოპულარიზაციის კამპანია, რომელიც ითვალისწინებს საზოგადეობაში „თემქის“სახელწოდებისნაცვლად „ზღვისუბნის“ სახელით დამკვიდრებას.

„თბილისის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ოლქის დასახელება “თემქა“ არის აბრევიატურა ქარხნის სახელწოდებისა: „თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა“. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ ქარხანამ პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და დასახლებას 1999 წლიდან ოფიციალურად „ზღვისუბანი“ ეწოდა.

მიუხედავად ამისა,ახალი დასახელება ვერ დამკვიდრდა მოსახლეობაში. ჩემი აზრით, ამას თავისი მიზეზი აქვს, ქარხნის სანაცვლოდ დასახლების განვითარების ახალი ეპიცენტრი არ შექმნილა. ზღვისუბნის ახალი სიცოცხლისთვის, მოქალაქეთა საკეთილდღეოდ, საჭიროა განვითარების ალტერნატიული ფუნდამენტის მოძებნა.

საქმე იმაშია, რომ 20-ჰექტრიანი დაჭაობებული ხევი ჰკვეთს ზღვისუბანს. ათწლეულებია მოსახლეობა ელოდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას. ჩვენი 2017 წლის წინასაარჩევნო დანაპირები და დღეს უკვე „თბილისის

რეალური პროექტი გულისხმობს ამ ხევის ადგილას „ზღვისუბნის პარკის“ მოწყობას, რომელიც სწორედ ოლქის განვითარების ერთ-ერთი უძლიერესი ლოკომოტივი გახდება“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ზღვისუბნის სახელის პოპულარიზაციის კამპანია თამარ ტალიაშვილმა „თემქის ხევის“ კვლევის შედეგებისპრეზენტაციის დროს გააჟღერა, სადაც ის მერის მოადგილესთან მაია ბითაძესთან ერთად ზღვისუბნის მოსახლეობას შეხვდა.

 

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...