Home » მთავარი » SOS! თეკლა მელაძის დედის პასუხი – სამწუხაროა, მაგრამ ავიტანთ! ამდენი ღვარძლი და ბოროტება…

SOS! თეკლა მელაძის დედის პასუხი – სამწუხაროა, მაგრამ ავიტანთ! ამდენი ღვარძლი და ბოროტება…

თეკლა მელაძეყველაზე პატარა ქართველი მხატვარი პერსონალური გამოფენით ვენეციის 58- ბიენალეზე.

უმნიშვნელოვანესი მოვლენა – თეკლა მელაძე – ყველაზე პატარა ქართველი მხატვარი ვენეციის ბიენალეზე

ეს სასიხარულო ამბავი არაერთმა მედიასაშუალებამ გააშუქა. თეკლას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც.

https://1tv.ge/video/qartveli-mkhatvari-veneciis-bienaleze/?fbclid=IwAR2mxtzjGkV2n_alyWV7F5zvUeKNROenybSjHjtBZUGZfwesbg8-nRGShvk

ქართველი ახალგაზრდა მხატვრის წარმატება წესით ყველას უნდა გახარებოდა, მაგრამ უცნაურია ადამიანის ბუნება, რას გაუგებ. სულ მალე სოციალურ ქსელში საკმაოდ აგრესიული და დამცინავი სტატუსები თუ კომენტარები გაჩნდა.

საქმე ისაა, რომ ამ ამბავს დასრულება არ უწერია, გოგონას კი გული უტყდება, ან რატომ გვიკვირს, ქვეყანა წალეკა სიბოროტემ და აგრესია.

ხათუნა ხაბულიანის სტატუსს

და სხვა ადამიანების კომენტარს თეკლას დედა, ქეთი ლაზარაშვილი გამოეხმიანა და ვრცელი წერილი გაავრცელა.

-მოგესალმებით, მე გახლავართ თეკლა მელაძის დედა. აუცილებელია კომენტარის გაკეთება და ამავდროულად გაფრთხილება იმ შეურაცხყოფაზე, რასაც ამ პოსტში აქვს ადგილი… საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ნაჩვენები სიუჟეტი, თეკლა მელაძის ვენეციის 58-ე ბიენალეზე მონაწილეობასთან დაკავშირებით, არასწორად იყო აღქმული.

თეკლა მელაძე არ მონაწილეობს საქართველოს პავილიონში, ის მონაწილეობს, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ვენეციის 58-ე ბიენალეზე, პერსონალური გამოფენით, რომელიც პარალელურ პროგრამაში წარდგენილია იტალიური სახელოვნებო ასოციაცია Musa International Art Space-ს მიერ. ვენეციის 58-ე ბიენალე 11 მაისს გაიხსნა და 24 ნოემბრამდე გასტანს, სადაც ეროვნული სტენდების გარდა, ქვეყნების ოფიციალური პავილიონების პარალელურად მიმდინარეობს პერსონალური გამოფენებიც. ასეთი მონაწილეა თეკლა მელაძეც და არა ეროვნული სტენდის.

ვენეციის 58-ე ბიენალეზე თეკლა მელაძის გამოფენასთან დაკავშირებულ ადგილობრივ ხარჯებს უზრუნველყოფს ასოციაცია, რომელმაც სპეციალურად ბანგლადეშის პავილიონთან კოლაბორაციაში შეარჩია დარბაზი, რომელის ჭერიც (ოქროსფერი) კარგ შესაბამისობაში მოდის ოქროსფერ ნამუშევრებთან, დაამზადა ბანერი, მოსაწვევები, პრესრელიზი, უზრუნველყო რეკლამა ქალაქში და კატალოგში დაუთმო ოთხი გვერდი.(იხილეთ დანართში) სხვა დანარჩენი, გადაზიდვის, ავია-ბილეთის და სასტუმროს ხარჯი დაფინანსდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი უდიდეს მადლობას. როგორ ფიქრობთ, არ გადამოწმდა ინფორმაცია და ისე დაფინანსდა?! (სხვათაშორის, ამის შესახებ კარგად ინფორმებულია ქალბატონი ანა რიაბოშენკო, დღევანდელი მის კომენტარზე კი, კომენტარი ზედმეტია, თავად განსაჯეთ..)
მე დავუკავშირდი პოსტის ავტორს, ქალბატონ ხათუნა ხაბულიანს, ვთხოვე შეხვედრა, რომ მეჩვენებინა ოფიციალური მოწვევა, კატალოგი და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ დარწმუნდებულიყო და აეღო ეს პოსტი, სალანძღავი კომენტარებით. მან მოითხოვა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გააკეთოს განმარტება.. სიუჟეტის ავტორმა, თათია კუჭუხიძემაც გააკეთა განმარტება, თუმცა, არც ეს გახდა საკმარისი. შემდეგ, მე დავუკავშირდი, სახელოვნებო ასოციაცია Musa International Art Space-ს პრეზიდენტს, ქალბატონ ნატალია გრინუკს და მოვახსენე ამ ფაქტის შესახებ. ასოციაციის პრეზიდენტი აპირებს, ქალბატონ ხათუნა ხაბულიანს გაუგზავნოს გაფრთხილების წერილი იმეილზე. ხოლო, თუ ამის შემდეგაც არ შეწყდება დამცირება და შეურაცხმყოფელი კომენტარები, ყველა ასეთი კომენტარის ავტორს სამართლებრივად მოეთხოვება პასუხი, როგორც ასოციასიის, ასევე თეკლა მელაძისგან!

სანამ ქალბატონი ხათუნა ხაბულიანისთვის, არ არის დამაკმაყოფილებელი ჟურნალისტის განმარტება

და ელოდება ოფიციალურ განმარტებას არხისგან, სანამ ჩემი თხოვნა არაფრად ჩააგდო, რომ ვაჩვენებდი დოკუმენტებს და არაფრად მიაჩნია მის პოსტზე დაწერილი სალანძღავი კომენტარები, სანამ არაფრად აგდებს, ჩემგან, სიტყვიერად გადაცემულ, ასოციაციის გაფრთხილებას, მანამ ამ არაობიექტური და სამარცხვინო კომენტარების ავტორებს, რომლებიც არ ერიდებიან უსაფუძვლოდ, 18 წლის ახალგაზრდის უფლებების დარღვევას, დოკუმენტური მტკიცებულება ამ ფაქტის შესახებ, რომ იქნებ წვრილმანებამდე გაშიფრული ინფორმაციის შემდეგ მაინც შერცხვეთ! (იოლი მისახვედრია, რას ემსახურება ეს ყველაფერი, წესით მზად უნდა ვყოფილიყავით… სამწუხაროა, მაგრამ ავიტანთ. წარმოუდგენელია, როგორ უძლებს ჩვენი მადლიანი ქვეყანა ამდენ ღვარძლს და ბოროტებას?!
დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ ქალბატონ მარიამ გაჩეჩილაძეს, თანადგომისთვის. სამწუხაროა, რომ მის შეხებასაც არ მოერიდნენ.
კიდევ ერთხელ, ვისაც ბევრის წაკითხვა დაეზარება, აქვე იხილეთ დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამ ყველაფრის მერე, ალბათ უნდა შერცხვეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ასე ერთი ხელის მოსმით ტალახი ესროლეს და გული ატკინეს გოგოს, რომელმაც ყველაფერს თავისი ნიჭით მიაღწია.

უცნაური საზოგადოება ვართ!!!  თუმცა ისიც საკითხავია რამ და რატომ გამოიწვია ამხელა აგრესია და არასწორი “დასკვნები”

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...