Home » მთავარი » გზა კაბადოკიიდან მცხეთამდე – მოდიოდა ნინო და…

გზა კაბადოკიიდან მცხეთამდე – მოდიოდა ნინო და…

ქართლში ქრისტიანობის   სახელმწიფო  რელიგიად აღიარება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება, რომელიც ლეგენდის მიხედვით, საქართველოში სამოციქულოდ მარიამ ღვთისმშობელმა წარმოგზავნა   და განსაცდელისგან დასაცავად თან ვაზის ჯვარი გადასცა. „მაშინ დედოფალმან მიყო ზედა კერძო ცხედრისა მისისა მყოფსა მას რტოსა ვენახისასა და მოჰკუეთა მისგან და შექმნა ჯუარის სახედ… ამით ნიშითა სძლო ყოველთა მანქანებათა ეშმაკისათა და წარგემართოს ქადაგებაი შენი, და თანაშემწე გეყო და არა დაგიტეო შენ“.  მორჩილების ნიშნად, წმიდა ნინომ მოიკვეცა თმა, შემოახვია ვაზის რტოებს და რწმენით აღსავსე, გამოეშურა საქართველოსკენ…

მართალია, ქრისტიანობა საქართველოში I საუკუნეში შემოვიდა და II-III საუკუნეებში უკვე საკმაოდ ღრმა ფესვები ჰქონდა, თუმცა ოფიციალური რელიგიად კვლავ კერპთაყვანისმცემლობა რჩებოდა და ქრისტიანობის საბოლოო დამკვიდრება მხოლოდ IV საუკუნეში, კაპადოკიელი ქალწულის წმინდა ნინო მოღვაწეობის შედეგად მოხდა. ნინოს  ქადაგების შედეგად სამეფო კარის წევრებთან ერთად მთელი ერი მოექცა ახალ სარწმუნეობაზე. ამის გამო ითვლება იგი ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთასწორად.

მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს მართლმადიდებლური  ეკლესია განსაკუთრებულად  ზეიმობს  და წელიწადში ორჯერ  აღნიშნავს  27 იანვარს – მისი გარდაცვალების დღეს და 1 ივნისს –წმინდანის საქართველოში შემოსვლას

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ...