Home » მთავარი » ბავშვებთან ერთად მღეროდნენ და ცეკვავდენ დირექტორებიც და პედაგოგებიც (ვიდეო)

ბავშვებთან ერთად მღეროდნენ და ცეკვავდენ დირექტორებიც და პედაგოგებიც (ვიდეო)

1 ივნისი დიდი ზეიმით აღინიშნა ვაკის პარკში. აქ ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმომადგენლებ,ა მართლაც ლამაზი დღე აჩუქეს პატარებს.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა ქალაქის მერიის მიერ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
შოუ-კონცერტი ვაკის პარკში გაიმართა და მასში თბილისის 19 საბავშვო ბაღმა მიიღო მონაწილეობა.
პატარებმა მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები შეასრულეს და ასე მიულოცეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თანატოლებს, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კი ყველა მონაწილე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

პატარები დიდი მონდომებით და არტისტიზმით ასრულებდნენ თითოეულ ნომერს, ბავშვებთან ერთად მღეროდნენ და ცეკვავდენ დირექტორებიც და პედაგოგებიც.

ვაკის პარკში იმყოფებოდა საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი რომელმაც პატარებს 1 ივნისი მიულოცა და ყველაფერი საუკეთესო უსურვა.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ...