Home » მთავარი » ეროვნული თავდაცვის აკადემია უახლესი ტექნიკითა და სასწავლო საშუალებებით აღიჭურვა

ეროვნული თავდაცვის აკადემია უახლესი ტექნიკითა და სასწავლო საშუალებებით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახლადგახსნილი თანამედროვე ლაბორატორიები და საკლასო ოთახები დაათვალიერა.

აკადემიის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ შალვა ჯაბახიძეს ფიზიკის, ქიმიის, მექანიკის, ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის სასწავლო ლაბორატორიები გააცნო, რომლებიც უახლესი ტექნიკური მოწყობილობებითა და საშუალებებით არის აღჭურვილი. ლევან იზორიამ საცეცხლე მომზადების, სამხედრო ტოპოგრაფიისა და საინჟინრო მომზადების ახალი საკლასო ოთახებიც დაათვალიერა, სადაც სადემონსტრაციო და საიმიტაციო საშუალებებია განთავსებული.

ეთა-ს თანამედროვე ლაბორატორიები და საკლასო ოთახები ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში იუნკერების მაქსიმალურ ჩართულობას და თეორიული ცოდნის განმტკიცებას.

Comments

comments

x

Check Also

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას ...