Home » მთავარი » მოზარდების მკვლელობის საქმე – სააპელაციოს განაჩენი და შსს-ს განცხადება

მოზარდების მკვლელობის საქმე – სააპელაციოს განაჩენი და შსს-ს განცხადება

მოზარდების მკვლელობის საქმე – ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ შს სამინისტროში განცხადება გაკეთდა. როგორც მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, შს სამინისტრო განახორციელებს გადაწყვეტილების აღწერილობისა და სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების გათვალისწინებით შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს.

ბორცვაძე არ აკონკრეტებს, დაინტერესდება თუ არა გამოძიება მიხეილ კალანდიათი.

„აუცილებლად ჩატარდება დღევანდელი გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების ირგვლივ  შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად ვიმსჯელებთ, შესაძლო სხვა პირთა  თანამონაწილეობაზე ამ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში. კონკრეტული პირების და სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებთ, მანამ სანამ არ გავეცნობით სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად.

რაც შეეხება გ.ბ.-ს,  ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით,  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდბეულ გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა გ.ბ-ს მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელი, თუმცა მას სასჯელი დაუმძიმდა და 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა.

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...