Home » მთავარი » “მოვუწოდებ ოპონენტებს ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარს თავი დაანებონ!..”

“მოვუწოდებ ოპონენტებს ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარს თავი დაანებონ!..”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარს თავი დაანებონ.

„ყველა თავის გამოსვლაში, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია და უმუშევრობა. უმუშევრობის მაჩვენებელი არის გაუმჯობესებული და ტენდენცია უნდა გვიხაროდეს და არა ჩასაფრებული ვსაუბრობდეთ ამ საკითხებზე. საქართველოში პენსია არ არსებობს, საქართველოში არის სოციალური შემწეობა, რომ ადამიანი სიკვდილს გადაურჩეს, ბევრი მარტოხელა პენსიონერი განსაკუთრებით რთული პირობების წინაშეა. რეალობაა ის, რომ არის რვაასი ათასამდე პენსიონერი და რეალობაა ის, რომ პენსიის გარდა უამრავი სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომ ადამიანებმა გაუძლონ იმ რთულ ვითარებას, რაც აქვთ, მატება, რასაკვირველია იქნება,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...