Home » მთავარი » “21 – ე საუკუნეში მონარქიის და მონარქის რაიმე სახით აღდგენაზე საუბარი დაუშვებელია!..”

“21 – ე საუკუნეში მონარქიის და მონარქის რაიმე სახით აღდგენაზე საუბარი დაუშვებელია!..”

კონსტიტუციური მონარქიის მომხრეები, უფლისწულ გიორგი ბაგრატიონის გამეფებას გეგმავენ.

მონარქიის მომხრეებისთვის, უფლისწულის ასაკი დაბრკოლება არ არის. თუკი ტახტზე გიორგი ბაგრატიონი ნაადრევ ასაკში ავა, ქვეყანას რეგენტთა საბჭო მართავს. კონსტიტუციური მონარქიის იდეა სამეფო კლუბმა დღეს საზოგადოებას გააცნო.
7 წლის გიორგი ანა-ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით-ბაგრატიონ მუხრანელის შვილია. სამეფო კლუბის წევრებისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მეფობისთვის მონარქის იმიჯია. მათი განცხადებით, “დაზიანებულ კანდიდატს” საზოგადოებას არ შესთავაზებენ.მეფობის კრიტერიუმებზე მათ რუსთავი 2-თან ისაუბრეს.

სამეფო კლუბისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ მონარქის იმიჯი, არამედ მისი რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებები.მაგალითად, მეფე უნდა იყოს მართლმადიდებელი, უნდა ჰქონდეს წაკითხული ვეფხისტყაოსანი და მაგალითს აძლევდეს ხალხს.

აღნიშნულს საზოგადოება “ივერიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიპლომატი გიგი კუბლაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ 21 – ე საუკუნეში მონარქიის და მონარქის რაიმე სახით აღდგენაზე საუბარი დაუშვებელია.

-“ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ეს უკვე მარაზმიც აღარ არის. აღნიშნულზე საუბარიც კი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა დეგრადაციის გზაზე შეაყენეს, შედგა თუ უნდათ შეაყენონ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.
ამ თემასთან დაკავშირებით არა ერთხელ გამომითქვამს ჩემი მოკრძალებული აზრი.

21 – ე საუკუნეში მონარქიის და მონარქის რაიმე სახით აღდგენაზე საუბარი დაუშვებელია, ცივილური და განათლებული საზოგადოებისთვის. ამ საქმის ინსპირატორს ან ინსპირატორებს, არა ქვეყნის ბედი და მომავალი აწუხებთ, არამედ პირადი ინტერესები, სამუდამო გავლენა და მოკლედ რომ ვთქვა ,,ბაირამ დუდუკი” უნდათ.
ბოლო წლებია, ჩვენი ქვეყანა დასაცინი და სალაზღანდარაო გახდა, თუ ამ სისულელეზე სერიოზული მსჯელობა გავმართერთ, აი მერე ნახეთ ჩვენი დაცინვა და აბუჩად აგდება”.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...