Home » მთავარი » „თბილისი პრაიდი“ შსს-ს სტრასბურგში უჩივლებს

„თბილისი პრაიდი“ შსს-ს სტრასბურგში უჩივლებს

როგორც უკვე ცნობილია, „თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება. ამავე პერიოდში ორგანიზატორებს კიდევ ერთი ღონისძიება, სოციალური თეატრი აქვთ დაგეგმილი.

ამ დრომდე უცნობია სად და რა ფორმით ჩატარდება ღირსების მარში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს ალტერნატიული სივრცეები შესთავაზა,  რაც „თბილისი პრაიდის“ უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ლგბტ თემმა განაცხადა, რომ შსს-ს სტრასბურგში უჩივლებენ, შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანებიან და განმარტავენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ლგბტ თემის წარმომადგენელთა კონსტიტუციური უფლების რეალიზება, რასაც ორგანიზატორების ღირსებისა და ადამიანის უფლებათა შელახვად აფასებენ.

მათივე ცნობით, შეილახა აქციისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებაც, რისთვისაც ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები შიმაგან საქმეთა სამინისტორს განცხადების მიუხედავად, დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლას არ აპირებენ.

მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თბილისი პრაიდის ჩატარება მაღალი რისკების გამო შეუძლებელია. უწყების განმარტებით, „თბილისი პრაიდის“ ჯგუფს გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების უფრო უსაფრთხო ალტერნაივები შეთავაზეს.

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...