Home » მთავარი » “თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ …”

“თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ …”

კახა კალაძე:სამწუხაროა, რომ გვყავს არაკეთილსინდისიერი კომპანიები, თუმცა მათ შესაბამისი პასუხისჭირდებათ

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სტრუქტურებს მრგვალ ბაღში წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება დაავალა. სხვა პროექტებთან ერთად, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, კომპანიამსამუშაოები ვერ დაასრულა. შესაბამისად, ისმრგვალი ბაღის რეაბილიტაციას ვეღარ გააგრძელებს.

მისი თქმით, ადგილზე არსებული სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია, რადგან სამუშაოები ფაქტობრივად შეჩერებულია, ტერიტორია გადათხრილი, ინფრასტრუქტურა კი მოუწესრიგებელი.

„არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს ხან – იქეთ , ხან – აქეთ. გადათხრილი და გადანგრეულია ყველაფერი. ირაკლი, ასე გაგრძელება ჩვენთვის მიუღებელია. კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ. იმოქმედეთ მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს

კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იმოქმედეთ ძალიან მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს. იქ არაფერი ხდება, გადათხრილია ყველაფერი და მიყრილ-მოყრილი. სამუშაოები უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. პატარა ბაღის რეაბილიტაცია ვერ მოვახერხეთ და ვსაუბრობთ მთელი ქუჩებისა და უბნების რეაბილიტაციაზე. ასეთი დამოკიდებულება ცუდია. სამწუხაროა, რომ გვყავს არაკეთილსინდისიერი კომპანიები, თუმცა მათ შესაბამისი პასუხისჭირდებათ. ასეთმა კომპანიებმა არა თუ მერიის ტენდერებში, საერთოდ, სახელმწიფო ტენდერებში ვერ უნდა მიიღონ მონაწილეობა, რადგან ისინი აზარალებენ ქვეყანას, ქალაქს, მოსახლეობას და ასე შემდეგ. ასეთ დროს არავინ საუბრობს, რომ კომპანიაა პრობლემა, არამედ მერია და ქალაქის მერი.ამიტომ, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. იმოქმედეთ დღესვე, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს ეს პროექტი. სამუშაოების ფარგლებში,მოაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურაც, რადგან იქ მძიმე მდგომარეობაა. განაახლეთ ისე, რომ ყველამ, იქ მიმსვლელმა ადამიანმა ამ პროექტითიამაყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...