Home » ეკონომიკა » “ფინანსთა მინისტრს შეეძლო პატივი ეცა გადასახადების გადამხდელებისთვის…”

“ფინანსთა მინისტრს შეეძლო პატივი ეცა გადასახადების გადამხდელებისთვის…”

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, აქციზის გადამხდელ კომპანიებს იმპორტის განბაჟების ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდებათ. გადაწყვეტილება ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული. სიახლე ეხება ე.წ. “ოქროს სიაში” მყოფ ორგანიზაციებსაც, რომლებიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საკმაოდ გააღიზიანა ბიზნესმენები.

”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პრეზიდენტი თემურ ჭყონია ამბობს, რომ ეს უბრალო უპატივცემულობაა იმ ადამიანების, რომელთაც “უამრავი ფული შეაქვთ ბიუჯეტში”.

ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, განმარტება ფინანსთა სამინისტროში გაკეთდა.

„ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, როგორც საგადასახადო პოლიტიკის, ისე სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, უკვე წლებია ემსახურება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ყველა ბიზნესსუბიექტისთვის. ეს კომპანიებიც ჩადგებიან თანაბარ პირობებში საშუალო და მცირე ბიზნესთან,”-განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და პასუხობს

სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას, სადაც წერია, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს ...