Home » მთავარი » თბილისში გოლფის საერთაშორისო სამოყვარულო ტურნირი გაიმართება

თბილისში გოლფის საერთაშორისო სამოყვარულო ტურნირი გაიმართება

საქართველოს გოლფის ფედერაციისა და სპორტული ტურიზმის ალიანსის ორგანიზებით, 17-19 ოქტომბერს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი‘Taste and Play’ჩატარდება.

ტურნირის პრეზენტაცია„გალერია თბილისში“ მდებარე რესტორან ‘Chaikhana Bazar’-ში გაიმართა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, გოლფის ფედერაციის, სპორტული ტურიზმის ალიანსისა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ტურნირს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მოყვარული გოლფერები მიიღებენ,‘Tbilisi Hills Golf & Residences’ უმასპინძლებს. მონაწილეთა რეგისტრაცია სექტემბერში დასრულდება.

Facebook Comments
x

Check Also

“მქონდა ენგურს იქით მოსახლეობასთან საუბარი, ეს არის შემოტრიალება…”

ახალი პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აქვს მჭიდრო ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხცოვრებ ...