Home » მთავარი » “მოგწონთ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება, რომ მინისტრმა თვენახევრის განმავლობაში არ იცის ნახევარმილიარდიანი ნებართვის შესახებ”

“მოგწონთ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება, რომ მინისტრმა თვენახევრის განმავლობაში არ იცის ნახევარმილიარდიანი ნებართვის შესახებ”

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე კითხვა დაუსვა:

„როგორც მოახერხეთ, რომ ერთი თვის განმავლობაში საქმის კურსში არ იყავით ნახევარმილიარდიანი პროექტის შესახებ, რომელიც შეიძლება განხორციელებულიყო ამ ნებართვის შედეგად? მაინტერესებს, ნორმალურად მიგაჩნიათ მმართველობა ქვეყანაში, როდესაც დანიშნულმა მინისტრმა თვენახევრის განმავლობაში არ იცის, რომ ნებართვა არის გაცემული, რომელიც არის ნახევარმილიარდიანი პროექტის? მოგწონთ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება, რომ მინისტრმა თვენახევრის განმავლობაში არ იცის ნახევარმილიარდიანი ნებართვის შესახებ,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ  მთავარია რა ნაბიჯები გადადგა ეკონომიკის მინისტრმა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დაწყების ნებართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამინისტროს რეაგირება ადეკვატური და მყისიერი იყო.

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...