Home » მთავარი » “ნუ მოტყუვდებით!!…”

“ნუ მოტყუვდებით!!…”

ზვიად ტომარაძე

“ერი და სახელმწიფო”

-ნუ მოტყუვდებით! გააზიარეთ!
30 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ივლიანე წულაიას და გოჩა ენუქიძის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ვითომ გამკაცრდა უცხოელებისთვის უძრავი ქონების საფუძველზე ბინადრობის გაცემა, სინამდვილეში მხოლოდ თანხა გაიზარდა 35 000–დან 100 000–მდე. 35 ათასს, 100 ათასი კი ჯობია, მაგრამ ეთნოკულტურული ბალანსის დარღვევის საფრთხის პრობლემას ვერ მოაგვარებს. აზიელი მიგრანტები ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000$–აც უპრობლემოდ გადაიხდიან ბინის შესაძენად. ეს გახლავთ, სამშენებლო კომპანიების ლობისტური კანონპროექტი. ივლიანე წულაია სამშენებლო კომპანია “არქი”–ს აღმასრულებელი დირექტორი იყო 2016 წლამდე და პარლამენტში შესვლის შემდეგ აღარ შეეძლო ამ პოსტზე დარჩენა. აშკარაა, რომ ინტერესები დღესაც გააჩნია ამ კომპანიაში და მის მიერ ცვლილების ინიცირება სახელმწიფოს ინტერესებიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ აშენებული ბინების სარფიანად გაყიდვას წარმოადგენს!

როგორც იცით, საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც 35 000 საქართველოს მოქალაქის ხელმოწერით გამყარებულია, აიკრძალება ბინადრობის უფლების გაყიდვა ნებისმიერ თანხად, გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ივლიანე წულაიას კანონპროექტსა და ჩემს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს შორის არის შემდეგი: ჩვენი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უცხოელი რომელმაც საკუთრების შეძენის შედეგად უკვე მიიღო მოკლევადიანი ბინადრობის უფლება, კანონის მიღების შემდეგ, როდესაც მივა იუსტიციის სახლში, ბინადრობის უფლების გასაგრძელებლად, მას განუცხადებენ, რომ კანონი შეიცვალა და უძრავი ქონება აღარ არის საფუძველი მოკლევადიანი ბინადრობის უფლების მისაღებად. ხოლო ივლიანე წულაიას კანონპროექტის შემთხვევაში, გარდა ახალი ბინადრობის მსურველებზე ბინების გაყიდვისა, აქამდე, ვინც 100 000$–მდე შეიძინა, იმ ბინების მეპატრონე მიგრანტებს, ავალდებულებს 100 000$–ის ზევით შეიძინოს ახალი ბინები. როგორც ვხედავთ სამშენებლო კომპანიები ორმაგი მოგების მოლოდინში იმყოფებიან. ვისაც სურს სასწავლო, სამუშაო, საინივესტიციო ბინადრობის უფლების მიღება გარკვეული პირობებით, კი ბატონო! მაგრამ ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალი არც 35 000 დოლარად იყიდება და არც 100 000–ად! არანაირ თანხად არ იყიდება!

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დრო მაქსიმალურად გაწელა და ჩვენს მიერ 24 ოქტომბერს წარდგენილი კანონპროექტი დღემდე მხოლოდ ორ კომიტეტში განიხილა. დარჩენილია განხილვა “იურიდიულ საკითხთა კომიტეტში”, რის შემდეგაც გავა კენჭისყრაზე, პლენარულ სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ერთიანი პოზიცია გააჩნია და მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, კარგად გაანალიზოს საფრთხეები, იხელმძღვანელოს სახელმწიფოს ინტერესების შებამისად და მხარი დაუჭიროს საზოგადოების საფუძვლიან და არგუმენტირებულ მოთხოვნას!

Facebook Comments
x

Check Also

“საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა…”

დავით ნებიერიძე საზოგადოება “ივერია” -ვუსმინე შანდეროვიჩის ლექციას ტვ”დოჟდზე”, სადაც ის განიხილავს რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას ...