Home » მთავარი » რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულია

რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულია

2019 წლის „როლან-გაროსი, საფრანგეთის ღია პირველობის , გამარჯვებული 33 წლის ესპანელი ჩოგბურთელი   რაფაელ ნადალი გახდა.  მან ფინალში ავსტრიელი ჩოგბურთელი დომინიკ ტიმი 4 სეტში 6-3;7-5;6-1;6-1; დაამარცხა. 25 წლის ავსტრიელი დიდი სლემის ტურნირების ფინალში საფრანგეთის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალს უკვე ზედიზედ მეორე წელია შეხვდა შარშან იგი ნადალმა სამ სეტში 6:4; 6:3; 6:2  დაამარცხა .

ამ გამარჯვებით რაფაელ ნადალმა კიდევ უფრო გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი და მისთვის ყველაზე საყვარელი ტურნირი მე-12-ეთ მოიგო.

ნადალმა უშუალოდ “როლან გაროსი” მე-12-ედ მოიგო, რითაც ავსტრალიელ ჩოგბურთელს, მარგარეტ კორტს გადაუსწრო, რომელსაც დიდი სლემის კიდევ ერთი ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა ასევე 11-ჯერ ჰქონდა მოგებული. ამიერიდან, ნადალი ღია ერის რეკორდის ერთპიროვნული მფლობელია .

ლეგენდარულმა ესპანელმა კარიერაში დიდი სლემის მე-18მ ტურნირი მოიგო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელსაც 20 ტიტული აქვს.

შეგახსენებთ , რომ ნადალმა ნახევარ ფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მარტივად 6-3 , 6-4, 6-2. დაამარცხა

ამასთან, აღსანიშნავია რომ რაფაელ ნადალს საფრანგეთის პირველობაზე არცერთხელ არ წაუგია ფინალური შეხვედრა.

Facebook Comments
x

Check Also

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“, მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე ...