Home » კატეგორიის გარეშე » შალვა ნათელაშვილი “facebook”-მხილების კამპანიას იწყებს

შალვა ნათელაშვილი “facebook”-მხილების კამპანიას იწყებს

შალვა ნათელაშვილი ახალი კამპანიის დაწყებას აანონსებს რომლის მიზანიც, როგორც თვითონ ამბობს , ოლიგარქების მხილებას იქნება

“ვიწყებთ ოლიგარქთა FACEBOOK-მხილების კამპანიას———————-აი ვინ არიან ყველა ხელისუფლებათა ვაი-გამარჯვებების სულისჩამდგმელნი და ქვეყნის დამარცხებათა ორგანიზატორნი————— ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს,რომ იგივე ეს ყაჩაღი(საუბარია თემურ ჭყონიაზე) ერის ერთ-ერთი მთავარი, უბოროტესი მტერი და მისი გამანადგურებელია. ჯერ კიდევ 90-იან წლებში სახელმწიფოს მიერ თურქეთიდან აღებული ასეულობით მილიონი კრედიტი არ დაფარა და ჩვენ გადაგვახდევინა,სანაცვლოდ გახსნა კოკა-კოლა, გაანადგურა ეროვნული,უნიკალური ხილის წვენების,ლიმონათის მრეწველობა ლაღიძის წყლების ჩათვლით,მილიონებით აფინანსა მხედრიონი, გვარდია,შემდგომ საარჩევნოდ შევარდნაძე-მოქკავშირი,სააკაშვილი-ნაცები,ივანიშვილი-ოცნება. სანაცვლოდ ასეულობით დამატებითი მილიონი დაუმალა ბიუჯეტს და წაიღო ოფშორში.ყველა უბედურების, რაც დაგვატყდა თავს პოლიტიკაში ფინანსური არქიტექტორი ეს ნაძირალაა. ხოლო იმ ევროპულ უბანში რომელსაც გააშენებს ჩამოიყვანენ ირანელებსა და არაბებს,თუმცა ბედის დაცინვით თვითონაც ათ ლარადა აქვს გვარი ნაყიდი,თუმცა ეს მისი საქმეა,ხალხის ქონებას დაანებოს თავი და უნდა სტიუარტად ჩაეწეროს.”

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და პასუხობს

სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას, სადაც წერია, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს ...