Home » მთავარი » 62% – 38% წინასწარი მონაცემებით მთაწმინდის ნომერ 1 ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებშიქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ გაიმარჯვა

62% – 38% წინასწარი მონაცემებით მთაწმინდის ნომერ 1 ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებშიქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ გაიმარჯვა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით,  ლადო კახაძეს დამაჯარებელად გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, კახაძის შედეგები 62%-ს არ ჩამოცდება , შესაბამისად სხვაბოა ძალიან დიდია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

“ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა. ყველაფერი კარგად დაინახა და გაანალიზა მთაწმინდის ამომრჩეველმა. ამის შედეგია ის ციფრები რომლებზეც ჩვენ ვსაურბობთ. ყველა ამომრჩეველს მადლობა, განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ლადო კახაძეს დაუჭირა მხარი.

ჩვენ გვქონდა წინასწარი ანალიზი და მონაცემები, რასაც დაემთხვა ეს შედეგი რომელიც მივიღეთ.

ყველა ხედავდა ვითარებას, რომელიც იყო არჩევნების გარშემო შექმნილი. ყველა ამომრჩეველს სათანადო გარემოში ჰქონდა არჩევანის გაკეთების საშუალება. შეიძლება იყო მცირე ხარვეზები მაგრამ ისინი რეალურად ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...