Home » მთავარი » თიკა ადეიშვილის ფოტო-ფირში ასახული ემოცია და დამსხვრეული სტერეოტიპები…ფირი ცოცხალია…

თიკა ადეიშვილის ფოტო-ფირში ასახული ემოცია და დამსხვრეული სტერეოტიპები…ფირი ცოცხალია…

ვაკის მედია-თეკამ 19 მოყვარული ფოტოგრაფის ფოტო-გამოფენას უმასპინძლა. ერთ-ერთი ასეთი მოყვარული ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარი ემოციის გამოსავლენად ფოტო-ფირს იყენებს, თინათინ ადეიშვილია.

თიკამ ამ სფეროში პირველი ნაბიჯი გადადგა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებითაც. გამოფენაზე მოყვარულმა ფოტოგრაფმა წარმოადგინა აკადემიაში საგამოცდო ნამუშევარი, თუმცა მის კოლექციაში არაერთი საინტერესო და სახასიათო ფოტო შეიძლება ვიხილოთ.

-ეს ფრაგმენტი, ამოღებული ფოტო-ამბიდან არის იდეის თავისუფლების შესახებ, სადაც შარავანდედები წარმოადგენს მთავარ რეკვიზიტს, რომელიც მოგვითხრობს ადამიანის დატყვევების შესახებ. გვესაუბრება ხელოვნების ჩაკეტილობაზე და საზოგადოების მიკუთვნილობაზე.

ეს გამოფენა დიდი წინსვლაა როგორც ორგანიზაციისთვის, ისე თითოეული აქ წარმოდგენილი მოყვარული ფოტოგრაფისთვის. ფირის ფოტოგრაფები კარგა ხანს მივიწყებულები იყვნენ, მაგრამ დღეს მოგვეცა თავის წარმოჩენის კარგი შესაძლებლობა, მოგვეცა საშუალება გაგვიცნოს ხალხმა და გაიგოს, რომ ფირი არ არის მკვდარი, ფირი ჯერ კიდევ ცოცხალია და უფრო მეტი ადამიანი უნდა იღებდეს ფირით-ამბობს თიკა ადეიშვილი

Facebook Comments
x

Check Also

“სანამ ზვიადს მისწვდებოდე, ედიკას საფლავს მიაკითხე…”

კახა მიქაია ლევან ნასაძის განცხადებას ეხმიანება და საჯაროდ მიმართავს: ლევან ვასაძე: ,,დასაჭურისებული კაცების ცოლებმა შექმნეს ...