Home » მთავარი » “არ შეიძლება საქართველოში ქართველი იყოს სტუმარივით!..”

“არ შეიძლება საქართველოში ქართველი იყოს სტუმარივით!..”

კობა კუსიანი

ეკომიგრანტთა ასოციაციის თავმჯდომარე

–ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოში მცხოვრები ქართველი ადამიანი მიწა-წყლით, სახლ-კარით და არ უნდა იყოს ის თავის მიწა წყალზე როგორც განდევნილი, თუნდაც როგორც მიგრანტი ან საკუთარ ქვეყანაში ემიგრანტი. ქართველმა თავის ქვეყანაში უნდა იპოვოს სამართალი. არ შეიძლება იყოს სტუმარივით, მაგრამ უბედურება სწორედ ისაა, რომ სტუმარი უფრო კარგად გრძნობს ჩვენს ქვეყანაში თავს, ვიდრე მასპინძელი!

ცნობისთვის

11 ივნისს წალკაში შეკრებილი აჭარელი ეკომიგრანტები თბილისისკენ გამოემართებიან და პარლამენტის წინ 12 საათზე აქციას დაიწყებენ. მათი თქმით უკვე წლებია ვერ იკანონებენ მიწებს, მთავრობა არ ასრულებს დაპირებას და არ ხდება მათი საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვა ბერძნებისგან, რის გამოც ოჯახები იძულებულნი არიან დატოვონ წალკა, ზოგი უკან აჭარაში, ღია ცის ქვეშ ბრუნდება, ზოგი კი ოჯახებით ერაყსა და თურქეთში მიდის სამუშაოდ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან და თუ შედეგს ვერ მიაღწევენ, გაჩლიან კარვებს პარლამენტთან.

ვრცლად

“წალკიდან ქართული მოსახლეობის გაძევება სურთ, აქციებს ვიწყებთ, ჩავდგამთ კარვებს და არ დავიშლებით”

Facebook Comments
x

Check Also

ანონსი – კახა გვანცელაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებას N153-ე ბაღიდან მიულოცავს

ანონსი 2019 წლის 16 სექტემბერს, 09:30 საათზე, კახაბერ გვანცელაძე თბილისის N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვევა და ...