You are here
“მივმართავთ ჟურნალისტებს, დაგვეხმარეთ და დაგვიდექით გვერდით!..” მთავარი საზოგადოება 

“მივმართავთ ჟურნალისტებს, დაგვეხმარეთ და დაგვიდექით გვერდით!..”

11 ივნისს წალკაში შეკრებილი აჭარელი ეკომიგრანტები თბილისისკენ გამოემართებიან და პარლამენტის წინ 12 საათზე აქციას დაიწყებენ.

მათი თქმით უკვე წლებია ვერ იკანონებენ მიწებს, მთავრობა არ ასრულებს დაპირებას და არ ხდება მათი საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვა ბერძნებისგან, რის გამოც ოჯახები იძულებულნი არიან დატოვონ წალკა, ზოგი უკან აჭარაში, ღია ცის ქვეშ ბრუნდება, ზოგი კი ოჯახებით ერაყსა და თურქეთში მიდის სამუშაოდ.

ადგილობრივების თქმით ხელისუფლება არ აქცევს მათ ყურადღებას, ადგილობრივი თვითმმართველობა კი “ჩაფლულია კორუფციაში” და არ ხდება წლების მანძილზე გაყინული პრობლემის დაძრა. საქმის კურსშია როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე და მოქმედი პრემიერი.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან და თუ შედეგს ვერ მიაღწევენ, გაჩლიან კარვებს პარლამენტთან.

აქციის ორგანიზატორები მიმართავენ მედია-საშუალებებს და სთხოვენ ჩავიდნენ წალკაში და დააფიქსირონ მსვლელობა თბილისამდე, რათა არ მოხდეს მათთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა, რასაც ადგილი ჰქონდა წინა აქციების დროს.

-“მიზანმიმართულად მიმდინარეობს სოფლების დაცლა ქართული მოსახლეობისგან, საქართველოში ყველა პატივს სცემს სტუმარს, მაგრამ ქართული მიწა ჯერ ქართველისაა და შემდეგ მომსვლელის, გლეხებს უნდა მიეცეს საქმიანობის და ცხოვრების საშუალება. ბერძნებისგან დაცლილი სოფლები ამჟამად უკვე ქართველი მოსახლეობისგან საბოლოოდ დაიცლება!”

ვრცლად

Comments

comments

Related posts