Home » მთავარი » სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრა

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრა

​გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ განცხადება მიშელ ბაშელმა დღეს ჟენევაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას გააკეთა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის რეგიონული ოფისისთვის გეოგრაფიული არეალის გაფართოების შესაძლებლობა.

სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ფილიპო გრანდიმ მაღალი შეფასება მისცა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი და მათი ინტეგრაცია საქართველოსათვის ახალი გამოწვევაა. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით აღნიშნული საკითხი სათანადოდ გადაიჭრება.

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...