You are here
ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფი წარადგინა მთავარი პოლიტიკა 

ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფი წარადგინა

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის, „გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ირაკლი ოქრუაშვილმა პლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფი წარადგინა:

პარტიის საინიციატივო ჯგუფში ასევე არიან ანი რეხვიაშვილი, ანი ჯეჯელავა, ვალერი გელბახიანი, გოჩა მამაცაშვილი, ანა იანტბელიძე, ვახტანგ კოტიაშვილი, ზურაბ ნადირაძე, მაკა ნადირაძე, ოთარ კვირიკაშვილი, ლერი ლაფაჩი, მიხეილ კაჭკაჭიშვილი, გურამ ჩალაგაშვილი და ოთარ მეტრეველი.

„ეს არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთი ადამიანის ამბიციებზე არის აგებული. ეს არის ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის პარტია, იმ ადამიანების, რომლებსაც გაუსაძლისად მიაჩნიათ ქვეყანაში ცხოვრება. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ „ქართული ოცნების“ იმ წევრებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდებიან. მათთვის ჩვენი კარი ღიაა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, პარტია ივლისიდან გავა რეგიონებში, 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს კი ყრილობას გამართავს.

Comments

comments

Related posts