You are here
კიდევ ერთხელ დავით-გარეჯთან დაკავშირებით… მთავარი პოლიტიკა 

კიდევ ერთხელ დავით-გარეჯთან დაკავშირებით…

ირაკლი კობახიძე დავით-გარეჯთან დაკავშირებით

-ჩემი კომენტარი იყო ძალიან ცხადი. ორი რამე გავმიჯნე ერთმანეთისგან. ეს არის ხელისუფლების ჩართულობა ამ საკითხის მოგვარებაში და ეს არის კერძო აქტივობები. სამწუხაროდ, ზოგიერთ თქვენს კოლეგას მოუნდა, რომ ამაზე აეგო ერთგვარი მინი სკანდალი, თუ შეიძლება ამას დაერქვას. რეალურად ძალიან ცხადად ჩანდა, თუ რა იგულისხმებოდა ამ განცხადებაში. არის საჯარო პირთა აქტივობები და არის კერძო აქტივობები. და კიდევ ერთხელ შემიძლია ეს გავიმეორო, რომ მნიშვნელოვანის საჯარო ხელისუფლების პირთა ჩართულობით გადაწყდეს ასეთი საკითხები და კერძო აქტივობები ასეთ შემთხვევაში არ არის..

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება. ქალბატონი სალომე არ არის კერძო პირი, ის წარმოადგენს ხელისუფლებას და ის არის უმაღლესი თანამდებობის პირი, ის არის სახელმწიფოს მეთაური საქართველოს კონსტიტუციის თანახმად და შესაბამისად, მას შეუძლია, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებების გაკეთება და მინიშნება იმის თაობაზე, რომ განსახორციელებელია დემარკაცია და დელიმიტაცია, არის აბსოლუტურად სწორი და მთავარია ეს ყველაფერი გადაწყდეს ხელისუფლებებს შორის კონსულტაციების ფორმატში. ამისთვის არსებობს კონკრეტული ფორმატები. არის კომისია და რა თქმა უნდა უფრო მაღალ დონეზე შეიძლება იქნეს განხილული ეს საკითხი.

ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩემი მოწოდება არის ის, რომ ჯობია საჯარო აქტივობები განხორციელდეს ამ საკითხის გარშემო და კერძო აქტივობები, ეს იქნებოდა ჩემი განცხადება, მომავალშიც არ შეუწყობს ხელს დიდად ამ საკითხის მოგვარებას. აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის და მოდით, ამ რეჟიმში დავტოვოთ ეს საკითხი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  TV პირველის პირდაპირ ეთერში.​

Comments

comments

Related posts