Home » მთავარი » ოთხი წელი 13-14 ივნისის სტიქიიდან

ოთხი წელი 13-14 ივნისის სტიქიიდან

13-14 ივნისის სტიქიიდან   ოთხი წელი გავიდა.  2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე ადამიანი დაზარალდა. გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. ყველაზე დიდი ზიანი თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორიას მიადგა.  მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია.  სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი.

დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებებიც.

სტიქიის ზონაში თბილისის მერიამ პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები განახორციელა. დედაქალაქის მთავრობის შესაბამისმა სამსახურებმა 480 დაზარალებული მოქალაქე  სასტუმროებში განათავსეს და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს. საჭიროებისამებრ, დაზარალებულ მოქალაქეებს გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, გადაეცათ მედიკამენტები და საკვები.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის სურვილი 10 000-ზე მეტმა მოხალისემ    გამოთქვა.  ახალგაზრდები სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ჩაებნენ.

უპრეცედენტო მხარდაჭერა დაფიქსირდა შემოწირულობების შეგროვების მხრივაც. სპეციალურად შექმნილ ანგარიშზეთანხები, როგორც ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, ასევე, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და ბანკებმა გადმორიცხეს. სულ დახმარებისა და შემოწირულობების სახით,   26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა. ეს თანხა მოიცავს უცხო ქვეყნებიდან მიღებულ დახმარებებს, ასევე „ქართუ ჯგუფის“ მიერ გადმორიცხულ 10 მილიონ 250 ათას ლარს.

კერძო პირებისა და კომპანიების მხარდაჭერის შედეგად, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა და დაუკანონებელი ფართების მესაკუთრეებმა 35 ბინის მიღება შეძლეს.

კანონიერისაფუძვლისგარეშესტიქიის ზონაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა. დედაქალაქის მერიის შეთავაზებას საცხოვრებელი სახლისა და ფულადი დახმარების მიღების შესახებ 8 ოჯახი დაეთანხმა, ხუთმა ოჯახმა კი უარი განაცხადა. მათ მუნიციპალიტეტისგან კიდევ უფრო მასშტაბური ფულადი დახმარება მოითხოვეს, უარის მიღების შემდეგ, კი სასამართლოს მიმართეს. ამჟამად საქმეს სასამართლო განიხილავს.

დედაქალაქის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დაზარალებული მოსახლეობა  ოჯახებისა და სულადობის მიხედვით აღწერეს.  მიყენებული ზიანის მიხედვით,  განისაზღვრა კატეგორიები – პირველი კატეგორიის ობიექტებში შევიდა ის სახლები, რომლებიც სრულად განადგურდა, ხოლო მეორე კატეგორიად განისაზღვრა ის ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად, სრულად განადგურდა 84, ხოლო დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი.

თბილისის მერიამ სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთათვის ფულადი დახმარების წესიც შეიმუშავა და 153 პირს ზარალი აუნაზღაურა.

2015 წლის, 13 ივნისის  სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დღეისთვის სრულად აღდგენილია. სამუშაოების ფარგლებში, მოხდა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელის აღდგენა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების გატანა, გზების აღდგენა, საყრდენი კედლებისა და ფერდობების გამაგრება. გარდა ამისა განხორციელდა დიდი პროექტებიც, როგორიცაა გმირთა მოედნის და სანაპიროს რეაბილიტაცია, ვერეს ხეობაშიავტომაგისტრალის რეაბილიტაცია და ახალი ხიდის მშენებლობა, საყრდენი კედლის მოწყობა წყნეთის ქუჩაზე, საყრდენი კედლების მშენებლობა წყნეთის გზატკეცილზე. აღდგენითი სამუშაოები თბილისის მერიას 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.

სტიქიით დაზარალებულთათვის დაწესდა სხვადასხვა სახის შეღავათები. დაზარალებულიმეწარმეებისათვისგანისაზღვრაიაფი სესხის პროგრამა;უმაღლესი განათლებისყველა საფეხურზედაფინანსდადაზარალებული ახალგაზრდების 1 წლის სწავლის საფასური; დაზარალებულ კომპანიებს გადაუვადდათ მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი დავალიანებები; დაზარალებული ოჯახებისთვის ჩატარდა ბავშვთა სამედიცინო კვლევა, მოეწყო დასასვენებელი ტურები და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

დედაქალაქის მთავრობის მიერ, მომზადდა ვერეს ხეობის სივრცით – ტერიტორიული განვითარების კონცეფცია, რომლის თანახმადაც,  ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს მზიურის პარკის პროექტირება, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია პარკის მშენებლობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მდინარე ვერეზე  თბილისის მერიის მიერ შეძენილი  წინასწარი შეტყობინების (განგაშის) სისტემადაამონტაჟა. განლაგდა ატმოსფერული ნალექების  მზომი მეტეოროლოგიური  და მდინარეში წყლის დონის მზომი  ჰიდროლოგიური საგუშაგოები.

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...