Home » მთავარი » კალაძე – „ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო 2015 წლის 13 ივნისი”

კალაძე – „ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო 2015 წლის 13 ივნისი”

თბილისის მერი კახა კალაძე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის  სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ  სტიქიის დროს ყველაზე მოუშუშებელი დანაკარგი ადამიანების სიცოცხლე იყო.

თბილისის მერმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა თუ პრევენციის მიზნით,  რეკომენდაციების შესაბამისად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო 2015 წლის 13 ივნისი, როდესაც ეს უბედურება მოხდა. რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, თუ რამდენად უძლური ვიყავით ბუნების წინაშე და რამდენად მძიმე იყო არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს და ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს. უბრალოდ, ამას ვეგუებით. რაც შეეხება სამუშაოებს, იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო – ეს იყო განგაშის სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ასევე, ცხაურები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერისმოადგილეები, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან ოთხი წელი გავიდა.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისობა 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება

თბილისობა 2019 წელს 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება. პირველი თბილისობა 1979 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. ...