You are here
ტალიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შეხვდა მთავარი პოლიტიკა 

ტალიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შედგა შეხვედრა, რომელშიცსაკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა გაგრძელებაა თბილსის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით საერთაშორისო ორგანიზაციებთანინტენსიური თანამშრომლობის, რომლის მიზანიდედაქალაქის მუნიციპალური კულტურული და საგანმანათლებლო პროეტების პოპულარიზაცია და პარტნიორი დასავლური დონორი ორგანიზაციების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებაა.

შეხვედრაზე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა თბილისის კულტურის სტრატეგიულ ხედვებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდა თბილისის მერიისკულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, რომელმაც დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა და აგრეთე, კულტურის პროექტების განყოფილების უფროსი თამარ თოფურიძე.

შეხვედრა EUNIC-ის (European Union National Institutes of Culture) ფარგლებში შედგა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვარგარეთ კულტურის სფეროში მოღვაწე ინსტიტუტებს აერთიანებს.

Comments

comments

Related posts