Home » მთავარი » თეთრი სახლის აკრძალვას ამერიკელი დიპლომატების ნაწილი არ დაემორჩილა

თეთრი სახლის აკრძალვას ამერიკელი დიპლომატების ნაწილი არ დაემორჩილა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო დეპარტამენტის აკრძალვის მიუხედავად, აშშ-ის საელჩოების ნაწილმა ლგბტქ+ დროშა მაინც აღმართა

იხ.

https://www.bbc.com/news/world-us-canada-48641960

თეთრი სახლის აკრძალვას ამერიკელი დიპლომატების ნაწილი არ დაემორჩილა. მათ შორის ისრაელში აშშ-ის საელჩო, რომელმაც ფერადი დროშა ერთ-ერთმა პირველმა აღმართა. ამ ინიციატივას შეუერთდნენ ამერიკის საელჩოები გერმანიაში, ბრაზილიაში, ლატვიაში, სამხრეთ კორეასა და ინდოეთში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა თქვა, რომ თეთრ სახლზე, კაპიტოლიუმის შენობასა და აშშ-ის საელჩოებზე მხოლოდ ერთი დროშა უნდა იყოს და ისიც ამერიკის. ამ განცხადებით მაიკ პენსმა მხარი დაუჭირა თეთრ სახლს, რომელმაც ლგბტქ+ დროშის აღმართვაზე უარი თქვა.

აღსანიშნავია, რომ პენსი ქრისტიანია, რომელიც ერთნაისქესიანთა ქორწინებას არ ემხრობა.

Facebook Comments
x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...