Home » მთავარი » 6 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეს ამერიკაში შესვლა აეკრძალა

6 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეს ამერიკაში შესვლა აეკრძალა

ამერიკის სასამართლოს გადაწყვეტილებით 6 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეს აეკრძალა აშშ-ს საზღვრის გადაკვეთა.

სან-ფრანცისკოს სასამართლომ ძალაში დატოვა აშშ-ს პრეზიდენტის განკარგულება  მიგრაციის შესახებ  კანონში შესატან ცვლილებაზე.   ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ირანის, იემენის, ლივიის, სირიის, სომალისა და ჩადის მაცხოვრებლებს, თუ მათ აშშ-ში ნათესავი არ ყავთ ეკრძალებათ  გადაკვეთონ აშშ-ის საზღვარი.

დონალდ ტრამპმა მიგრაციის  კანონში ცვლილებების შესახებ ბრძანება ჯერ კიდევ  ამ წლის დასაწყისში გასცა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ამერიკაში ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბლოკა, თუმცა თეთრმა სახლმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრა.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...