Home » კატეგორიის გარეშე » „თბილისის ცის ქვეშ“ წელს მერიამ VTB ბანკთან ერთად დაიწყო

„თბილისის ცის ქვეშ“ წელს მერიამ VTB ბანკთან ერთად დაიწყო

დედაქალაქის მერიამ ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, წელს, ფესტივალი „ჰუალინგ პარკში“ გრანდიოზულად გაიხსნა.

მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართა სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და ილუზიონისტი. მსურველებს ბატუტზე თამაშის, საბავშვო კინოჩვენებაზე დასწრების და სახეზე მოხატვის საშუალება ჰქონდათ. ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო კონტაქტური ზოოპარკი. სტუმრების განწყობაზე დიჯეი და სხვადახვამუსიკალური ბენდები ზრუნავდნენ, საღამო კი ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტით დასრულდა.

ნებისმიერ მსურველს სპორტულ აქტივობაში ჩართვისა და პროფესიონალებისგან ინსტრუქტაჟის მიღებისსაშუალება ჰქონდა. მინი ჩემპიონატებში გამარჯვებულ მონაწილეებს კი სიმბოლურად, მედლები და თასები გადაეცათ. ღონისძიებაში, ასევე, ჩართული იყო პარა სპორტის ფედერაცია და პარა ფარიკაობის ჩემპიონატიც  გაიმართა. ფესტივალის ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცეები და სტარტაპერების კუთხეები იყო წარმოდგენილი.

პროექტი წელს დედაქალაქის მერიამ VTB ბანკთან ერთად დაიწყო და მის ფარგლებში,თბილისის უბნებში,ყოველკვირეულად,სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

 

Comments

comments

x

Check Also

დაუჯერებელი, იდუმალი და ამოუცნობი (გადაცემა)

მამუკა ლომაშვილი სტუმრად ილუზიონისტ გეკა ჯაფარიძესთან Comments comments