Home » მთავარი » „თბილისი პრაიდი“ დაგეგმილი ღონისძიებების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

„თბილისი პრაიდი“ დაგეგმილი ღონისძიებების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

„თბილისი პრაიდი“ დაგეგმილი ღონისძიებების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. ორგანიზატორები მხარდამჭერებთან ერთად იმსჯელებენ, ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი სამი მთავარი ღონისძიება და აქტივობები. მთავარ პრობლემად კვლავ მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხი რჩება.

„არც ერთ ღონისძიების გაუქმებაზე ჩვენ ჯერ არ გვიმსჯელია გუნდში და არც ჩატარებაზე არ გვიმსჯელია. უნდა შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ. სახელმწიფოს მხრიდან და დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი,“-აცხადებს  ”თანასწორობის მოძრაობის” სამართლის ოფიცერი ნინო ბოლქვაძე.

დაანონსებულია „ღირსების მარშიც“, რომელიც მთავარ პრობლემად სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ლევან ვასაძემ და მისმა მხარდამჭერებმა გარკვეულ გეგმებზე უკან დაიხიეს, პრაიდის ორგანიზატორები მათი მხრიდან ძალადობას არ გამორიცხავენ. ისინი შს სამინისტროსგან უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ.

Facebook Comments
x

Check Also

მადლობას ვუხდით საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება

“მთავარია საქმე გავაკეთოთ – რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ...