Home » მთავარი » „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები ქართულ უმაღლესებში უგამოცდოდ ჩააბარებენ და სწავლა დაუფინანსდებათ”

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები ქართულ უმაღლესებში უგამოცდოდ ჩააბარებენ და სწავლა დაუფინანსდებათ”

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, პირებს ოკუპირებული ტერიტორიიდან, რომელთაც სწავლის გაგრძელება ქართულ უნივერსიტეტებში სურთ, სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს.

“დღეს მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ დადგენილება, რომ სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიიდან, ვინც გამოთქვამენ სურვილს სწავლა გააგრძელონ ქართულ უნივერსიტეტებში, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ამაში, ამიტომ, შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, ვინც ოკუპირებული ტერიტორიებიდან სურვილს გამოთქვამს რომ ისწავლოს ქართულ უნივერსიტეტებში. კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტებში, ეს უკვე შემდეგი ეტაპია”, – განაცხადა განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

დადგენილების მიხედვით, აღნიშნული პირები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის სასწავლო გრანტით განაგრძობენ სწავლას.

ამ პირობებით სარგებლობა შეუძლია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირს, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

წყარო: edu.aris.ge

Facebook Comments
x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...