Home » მთავარი » ეს არის ჩვენი ხელისუფლების სირცხვილი – რუს დეპუტატებს აქციით ხვდებიან

ეს არის ჩვენი ხელისუფლების სირცხვილი – რუს დეპუტატებს აქციით ხვდებიან

„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ავლაბრის სასახლესთან საპროტესტო პლაკატებით მივიდნენ. ოპოზიციის განცხადებით, დეპუტატები, რომლებიც  ანტიქართული განწყობით გამოირჩევიან და შესაძლოა დარღვეული აქვთ ანტისაოკუპაციო კანონი, ხელისუფლებას ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანასა და მის ტერიტორიულ მთლიანობაზე არ ზრუნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციის წევრებს საპატიო სტუმრის სტატუსით არ მიიღებდა.

მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო 4 დღიანი კონფერენცია დღეს გაიხსნება და ასამბლეის სხდომები პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

სერგეი გავრილოვი აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა.

დუმის დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.

Facebook Comments
x

Check Also

“ფრთხილად რძესთან! ფრთხილად ყველთან, მეგობრებო! ამჯერად მხოლოდ ეს იყოს…”

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე -15 წელია , ზუსტად 15 წელია ვმუშაობ ქართული ყველის ისტორიის კვლევაზე , სახეობების ...