Home » თქვენი სათქმელი » მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეა – დელეგაციას ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს

მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეა – დელეგაციას ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს

უბრიკა

თქვენი სათქმელი

თამარ ფხაკაძე

თბილისი – დიდი საერთაშორისო ფორუმების დედაქალაქი

თბილისში 19-23 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე გენერალური ასამბლეა იმართება, რომლის თემა იქნება „პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური ფენომენის გააზრებაში.“

მცირეოდენი ისტორია

XX საუკუნეში მიმდინარე ისტორიული ცვლილებები (კომუნისტური რეჟიმების რღვევა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ბერლინის კედელის რღვევა, მაასტრიხტის ხელშეკრულება დასავლეთ ევროპაში) ევროპაში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. ასეთ რეალობაში მართლმადიდებლურმა სამყარომ ევროპული კულტურის ფორმირებაში მართლმადიდებლობის პროგრესული როლის წარმოჩინების საჭიროება დაინახა.  ამ მიზნით, 1993 წელს ბერძენმა პარლამენტარებმა ჰალდიდიკში გამართეს კონფერენცია თემაზე – „მართლმადიდებლობა ახალ ევროპულ რეალობაში“. კონფერენციაზე ხაზი გაუსვეს მართლმადიდებლობის როლსაღმოსავლეთ ევროპის გაერთიანებაში დამის უნარს გახდეს ხიდი ევროპის სხვა კულტურებთან მშვიდობის დამყარებისა და შენარჩუნების მიზნით.

კონფერენციამ განიხილა იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, მთავრობებთან, პარლამენტებთან, ეკლესიებთან და რელიგიური ინსტიტუტებთან მუდმივი კონტაქტების შესაძლებლობები, რომლებიც მართლმადიდებელ მოსახლეობას წარმოადგენენ,ასევე მართლმადიდებელ ხალხებს შორის თანამშრომლობის სხვა ორგანიზაციული ფორმები.

კონფერენციის წევრებმა გამოთქვეს სურვილი ისევ შეკრებილიყვნენ ათენში, რომელიც 1994 წელს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნებით დასრულდა. ამჟამად ასამბლეა ევროპის, აზიის, აფრიკისადაამერიკისკონტინენტიდან27 ქვეყანას მოიცავს, ესენია: ალბანეთი, სომხეთი, ბელორუსი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, მონტენეგრო, ჩეხეთი, ესტონეთი, აგრეთვე საპარლამენტო ჯგუფები ავსტრალიიდან, აშშ-დან, აზიასა და აფრიკიდან.საქართველოსპარლამენტსმართლმადიდებლობისსაპარლამენტთაშორისოასამბლეაშიმუდმივმოქმედიდელეგაცია 2013 წლიდანჰყავს.

ასამბლეის მიზანს წარმოადგენს მართლმადიდებლობის სულიერი ღირებულებების დაცვისთვის პოლიტიკური ღონისძიებების გატარება დამართლმადიდებელი ევროპელი მოქალაქისთვის თანამედროვე ევროპის ფორმირების პროცესშიჩართულობის, აგრეთვეადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო დიალოგში და ხალხთა მშვიდობიანი თანაცხოვრების საკითხებში მონაწილეობის ხელშეწყობა;მართლმადიდებლობის გააქტიურება თანამედროვე ევროპული საზოგადოების კრიტიკული პრობლემების გადაჭრის და მისი ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების გზების ძიებაში; სხვა კონფესიების მხრიდან მართლმადიდებელთამიმართ გახშირებულ შევიწროებასა და დამცირებაზე რეაგირება და ა.შ.

საქართველო და ასამბლეა

საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე გენერალური ასამბლეა ჩატარებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის და მისი ხელმძღვანელის ზაქარია ქუცნაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ექვსწლიანმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და თბილისი საერთაშორისო ფორუმის მასპინძელი გახდა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ცდილობს კიდევ ერთი პლატფორმა შექმნას ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალების გასაერთიანებლად –

„ეს ორგანიზაცია, განსხვავებით ყველა სხვა საპარლამენტო ასამბლეებისგან, აღიარებს არამარტო საერო საზღვრების ურღვეობას, არამედ საეკლესიო საზღვრების ურღვეობასაც. მოგეხსენებათ, რუსეთის ეკლესია არ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას და ამით არ დაარღვია საქართველოს კანონიკური საზღვრების მთლიანობა. ჩვენ ამ პლატფორმას ვიყენებთ იმისათვის, რომ ველაპარაკოთ რუსეთს, რომ წაიღონ უკან თავისი აღიარება და დაუჯერონ მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქს, რომელმაც არ აღიარა არც ცხინვალი და არც აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი რელიგიების ამ მათი ეპარქიის გაგრძელება“ – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში.

ამასთან, საკუთარი ქვეყნის, მისი ისტორიისა და კულტურის ცნობადობის ამაღლების კიდევ ერთი შესაძლებლობის გამოყენების გარდა, საქართველოს საერთაშორისო ფორმუმი საშუალება აძლევს ხელი შეუწყოს ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული სახეობის – პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას. საქართველოს უდიდესი ქრისტიანული ტრადიციების გათვალისწინებით, ქვეყანას აქვს პოტენციალი ამ კუთხით კონკურენცია გაუწიოს ისრაელს, საბერძნეთს ან თურქეთს, რომლის გამოყენებასაც ქვეყანა აუცილებლად შეძლებს.

საქართველოში დელეგაციებს 3 კონტინენტის 23 სახელმწიფოდან ელიან. სტუმრების                   განთავსებასა და მგზავრობას საერთაშორისო ორგანიზაცია აფინანსებს, საქართველოს პარლამენტი მხოლოდ მასპინძლობის ხარჯებს იღებს საკუთარ თავზე. ამჟამად დელეგაციას ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან ადა მარშანია, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი და ზვიად ძიძიგური.

Comments

comments

x

Check Also

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დაინიშნა

საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალიას დანიშვნა  დაადასტურა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ იქნა ...