Home » მთავარი » უკრაინის ელჩმა ასამბლეა სერგეი გავრილოვის გამოსვლისას დატოვა

უკრაინის ელჩმა ასამბლეა სერგეი გავრილოვის გამოსვლისას დატოვა

მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა სერგეი გავრილოვის გამოსვლისას დატოვა. უკრაინელი დიპლომატი ამბობს, რომ რუს პოლიტიკოსებს, რომლებიც ოკუპანტები არიან, როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის, მსგავს ფორუმებში მონაწილეობის მიღების უფლება არ უნდა მიეცეთ.

“არ მინდა მოვუსმინო რუსეთის ფედერაციას, გავრილოვს. პარლამენტი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ ქვეყნებში. დღეს წარმოდგენილია აქ პარლამენტარები, რომლებიც მხარს უჭერენ მართლმადიდებლურ პრინციპებს. მათ ეს ფორუმი აერთიანებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ქართველებისთვის, ასევე უკრაინელებისთვის. ეს არის ფუნდამენტური ელემენტი ეროვნულობის. ეს ის პერიოდია, როცა უკრაინის ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია. ჩვენ გვინდა ყველა მეზობელი, ყველა ქრისტიანი, ყველა მართლმადიდებელი. უნდა მივყვეთ ამ პრინციპებს”,”-აცხადებს უკრაინის ელჩი.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...