Home » მთავარი » ბექა ნაცვლიშვილი და ახალი მშრომელთა გაერთიანება ფართო კამპანიას იწყებენ

ბექა ნაცვლიშვილი და ახალი მშრომელთა გაერთიანება ფართო კამპანიას იწყებენ

20 ივნისს, 14:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება  პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილისა და ახალი მშრომელთა გაერთიანების წევრების შეხვედრა ბათუმის მოსახლეობასთან.

შეხვედრის მიზანია ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მსჯელობა.

 მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ.#33.


პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და ახალი მშრომელთა გაერთიანება იწყებენ ფართო კამპანიას საკანონმდებლო ინიციატივების ირგვლივ.

დღეს 229 ათას ადამიანს დარიცხული ხელფასი  500 ლარზე დაბალი აქვს. არადა რეალური საარსებო მინიმუმი ერთ სულზე 390 ლარია, ნაცვლად სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული 181 ლარისა. არ შეიძლება ადამიანი სრული განაკვეთით მუშაობდეს და საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება ქონდეს. დღევანდელ საბაზრო ეკონომიკაში კომპანიები ძირითადად ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან მშრომელთა ექსპლუატაციის ხარჯზე. ამიტომ კანონით უნდა განისაზღვროს მინიმალური ხელფასი 500 ლარით და უნდა მოხდეს სამუშაო დროის მკაცრი რეგლამენტირება ზეგანაკვეთური და ღამის გაზრდილი ანაზღაურების საფუძველზე.

რადგან კანონით 500 ლარზე ნაკლები ხელფასი ვერავის განესაზღვრება, ეს გახდება საფუძველი მეტი ანაზღაურებისთვის ბრძოლისა, არა მხოლოდ მათთვის ვისაც დღეს 500 ლარზე ნაკლები აქვს, არამედ ნებისმიერი დასაქმებულისთვის.

გარდა ამ ინიციატივებისა, ეს კამპანია მოიცავს ხუთ ფუნდამენტურ მოთხოვნას, ესენი არის:

  • დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში
  • მკაცრად მოხდეს ზეგნაკვეთური შრომის რეგლამენტირება. ზეგანეკვეთური ანაზღაურება განისაზღვროს საათობრივი ანაზღაურების5 ოდენობით.
  • შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე.
  • სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად, რათა მათი განხილვა დასრულდეს მაქსიმუმ 3 თვეში (კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში).
  • შემცირდეს სპეციფიკური კატეგორიის დარგების რაოდენობა, დასაქმებულებთან (დასაქმებულთა გაერთიანებებთან) ერთად გადაიხედოს სპეციფიკური საწარმოების დარგების ჩამონათვალი – არ შეიძლება ყველა დასაქმებული (ყველა დარგი) მოექცეს 48 საათიანი ნორმირებული სამუშაო რეჟიმის ქვეშ.
Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...