Home » მთავარი » “მივმართავ ადა მარშანიას გამოხატოს პროტესტი ოკუპაციის წინააღმდეგ!..”

“მივმართავ ადა მარშანიას გამოხატოს პროტესტი ოკუპაციის წინააღმდეგ!..”

ინფორმაციას, რომ რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნა და  სხდომა სერგეი გავრილოვს მიჰყავს, დევნილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „გზა აფხაზეთისკენ“ ხელმძღვანელი  კახა შამათავა ეხმიანება და დეპუტატ ადა მარშანიას მიმართავს:

-“თუ ასეა როგორც წერია, მაშინ მივმართავ ადა მარშანიას როგორც მეგობარს,300 000 დევნილის სახელით გამოხატოს პროტესტი ოკუპაციის წინააღმდეგ ნებისმიერი ცივილიზებული ფორმით რათა შეახსენოს ჩვენს “ერთმორწმუნე მეგობარს” რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ დევნილები ვართ!”

ასამბლეას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქვეყნის მტრების მონაწილეობით საქართველოში ასამბლეის ჩატარება სამარცხვინოა.

რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დღეს დაანონსებულია საპროტესტო აქციაც.

Facebook Comments
x

Check Also

სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ...