Home » მთავარი » “პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის, კონფერენცია უნდა შეწყდეს”

“პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის, კონფერენცია უნდა შეწყდეს”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ეხმიანება და აცხადებს, რომ კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის.

“რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!”, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

 

ასამბლეას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

-რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს”

“ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც? რას ნიშნავს ეს ასამბლეა????”

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...