Home » მთავარი » “ცოტა დააკლდათ და საქართველოს დროშის ნაცვლად, რუსეთის დროშას აღმართავდნენ”

“ცოტა დააკლდათ და საქართველოს დროშის ნაცვლად, რუსეთის დროშას აღმართავდნენ”

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ კობახიძე დარბაზი ვერ შევა. მისივე თქმით ახლა ჯერი საზოგადოებაზეა.

-“ცოტა დააკლდათ და საქართველოს დროშის ნაცვლად, რუსეთის დროშას აღმართავდნენ.

ეს არის რბილი ძალა, ის შემოიპარა აქ, შემოაპარა ივანიშვილმა. ივანიშვილს დრო აქვს, სანამ დროა, კობახიძე გადააყენოს. პროცესები, კანით ვგრძნობ, რომ შესაძლოა, უმართავი გახდეს. მოკიდეთ ქეჩოში ხელი კობახიძეს და დაისვით სახლში. სასაუბრო აღარაფერია, ამ სავარძელში დასვეს, ამ სავარძელში დღეს იჯდა ქართველების მკვლელობაში გასვრილი გავრილოვი.

ამ შენობაში, ვინც ზის, ის მართავს ქვეყანას, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, აქ დასვეს ის ადამიანი, რომელიც ყველამ ვიცით, რასაც ამბობს, ამბობს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დამოუკიდებელი და ამ ადამიანს ტაშით შეხვდნენ.

კობახიძე ახლა რომ გამოდის, ვაიმე , ეს რა დამემართაო. ამ დარბაზში კობახიძე ვერ შემოვა და თუ გაბედავს ყველაფერი თავში მოხდება, კვერცხი იქნება თუ ეს მიკროფონი,“ – აცხადებს მელია.

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...