Home » მთავარი » “დაშვებული შეცდომა მარწმუნებს, რომ საპარლამენტო მართვის პოლიტიკა შესაცვლელია!”

“დაშვებული შეცდომა მარწმუნებს, რომ საპარლამენტო მართვის პოლიტიკა შესაცვლელია!”

ნიკოლოზ მეტრეველი

-კარგად მესმის და ვუერთდები ნებისმიერი ჩვენი თანამემამულის აღშფოთებას იმასთან დაკაშირებით რაც მოხდა დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

ამასთან ერთად, როგორც საქართველოს მოქალაქე და 2008 წლის რიგითი მოხალისე ვითხოვ პარლამენტის ხელმძღვანელებისგან ამომწურავ განმარტებებს.

მაგრამ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმის, რის გაკეთებასაც ცდილობს ყოველთვის ხელოვნურად ეკზალტირებული „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული ე.წ. ოპოზიცია.

მათ ამ შემთხვევაშიც პირადი და არა საქართველოს ინტერესები ამოძრავებს. ნაცინალური მოძრაობის და მისი განაყოფებისათვის პროვოკაცია და არეულობა კომფორტის ზონაა, საქართველოსთვის რეგრესის.

დაშვებული შეცდომა კი კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ საპარლამენტო მართვის პოლიტიკა რადიკალურ ცვლილებას და გაუმჯობესებას მოითხოვს

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ...