Home » მთავარი » შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა.

უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

საქართველოს პარლამენტის წინ თბილისში, სადაც ახლა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა.

„ყველას მოვუწოდებ დაემორჩილონ კანონს. ის რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. დანარჩენს რომ გამოვალ მერე გეტყვით“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტის შენობაში შესვლამდე.

იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...