Home » მთავარი » “ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე”

“ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე”

საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დღეს პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა.

სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს.

აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა.

მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე.”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

“საქართველოსთვის პარლამენტართა რაოდენობა 150 ძალიან ბევრია, 100 კაციც საკმარისია”

ზვიად ტომარაძე -ეწინააღმდეგება თუ არა გერმანული მოდელი კონსტიტუციას? სანამ გერმანულ მოდელზე ვისაუბრებ, მანამდე ზოგადად საპარლამენტო ...